თბილისის მერიაში საპრემიო თანხა 10 მილიონით შემცირდა

narmania„2015 წელს 2013-2014 წლებთან შედარებით, პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა, თითქმის, 10 მლნ ლარით არის შემცირებული”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ნარმანია განმარტავს, 2016 წლის ბიუჯეტით, 1,5 მლნ ლარით შემცირდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდი. ასევე შემცირებულია საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისად, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები.
ცნობისთვის: დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა, რომელიც 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა. 2016 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და გამწვანებითი ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაში,,ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი 3 წლის მანძილზე და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში”
შემდეგი სტატიარაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება