თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2020 15:26

თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანი ქალაქ თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ბაზაში რეგისტრირებული მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან. წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებს ასევე, მერიის სხვადასხვა საქმიანობის დროს პირადი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გადაამზადებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს მედიკამენტებით, საკვები და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ. საბაზისო ამანათების გადაცემა დატრენინგებული მოხალისეების მეშვეობით მოხდება, რომლებიც საქართველოს წითელი ჯვრის ლოგოთი იდენტიფიცირებული აღჭურვილობით იქნებიან შემოსილი. ასევე, მოხალისეები მარტოხელა ხანდაზმულებს იმ საბაზისო აქტივობებში ჩაენაცვლებიან, რომელიც სახლიდან გასვლას მოითხოვს.

„ტრენინგები შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. ასევე, გათვალისწიენბულია წითელი ჯვრის საზოგადოების გამოცდილება. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავიწყებთ მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარებას. მათ სასურსათო ამანათებს მივუტანთ, რომლის სტანდარტიც უკვე შედგენილია. ჩვენ ჩავერთვებით საბავშვო ბაგა-ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესშიც. მოხალისეები ასევე, ჩაერთვებიან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საინფორმაციო მასალების შედგენისა და გავრცელების პროცესში“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.

მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მერიის (2 72 22 22) ან წითელი ჯვრის (0800 000 018) ცხელ ხაზზე დარეგისტრირდნენ. ისინი სატრენინგო ჯგუფებში დაუყოვლებლივ გადანაწილდებიან. მემორანდუმი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების სრულად აღმოფხვრამდე იმოქმედებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2020 15:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics