თბილისის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ხელშეკრულება გააფორმა

admin
ავტ.: admin ივნისი 3, 2020 11:55

თბილისის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ხელშეკრულება გააფორმა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს „ელემსისთან“ ხელშეკრულება გააფორმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოახდენს არსებული კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების შედეგად ობიექტის პირვანდელი სახე იქნას შენარჩუნებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული

„ასევე, საუბარი არის ვერეს ხეობიდან წყლის ამოღებაზე, რათა კასკადმა უპრობლემოდ შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა შესწავლა მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ კვლევაზე. როგორც იცით, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ მოუვლელობის გამო, უკვე წლებია არ მუშაობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პროექტის შედეგად ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი, როგორც გითხარით, ზაფხულის ბოლოს იქნება მოწოდებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ისეთი, როგორიც ეს წარმოუდგენიათ თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ყველა ვიამაყებთ ამ კონკრეტული პროექტით. მე ბავშვობაში მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ეს კასკადი მუშაობდა, ძალიან ლამაზი იყო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე იყო ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზეც.

„პროექტი უკვე ჩაბარებული გვაქვს, რომელიც გაამზადა ბრიტანულმა კომპანიამ „სიბიეი სტუდიომ“. ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა. ულამაზესი სივრცე იქნება, როდესაც რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, იყო შენიშვნები, რომლებიც იქნა გათვალისწინებული. ახლა დაწყებული გვაქვს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშოები. ეს, ორივე ერთად, კასკადის რეაბილიტაცია და თვითონ პარკის რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი მსხვილი პროექტი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცე“, – დასძინა კახა კალაძემ.

admin
ავტ.: admin ივნისი 3, 2020 11:55

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics