თბილისის მერიამ ტაქსის მანათობლების დარიგება დაიწყო

თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. დილიდან, შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.
ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სტატუსის შემოწმება ხდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე. ტაქსის ნიშნების გაცემა მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება.

მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო – 2000 ერთეული – პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება – მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე მაია ვაჩაძეს : თქვენ იმიტომ ხართ აქ, რომ არსებობს შესაბამისი კანონი და ეს კანონი არის იმიტომ, რომ ინსტიტუცია გაძლიერდეს
შემდეგი სტატია,,ნატოს დღეები 2019“ მესტიაში გაიმართა