თბილისის მერიამ სტაჟირების პროგრამა დაიწყო

თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“ სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნება, სპორტი, განათლება, ვეტერინარია, სამართალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და მედიცინა, არქიტექტურა მშენებლობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები, არქიტექტურა-მშენებლობა.

banner
წინა სტატიაშიჯავახიშვილის აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტზე ექფექტურად იმსჯელებს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია