თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმება სთხოვოს

თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმების თხოვნით მიმართოს.
აღნიშნული შესაძლებლობა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად თბილისის მერმა, კახა კალაძემ არ გამორიცხა.
„მერიაში შემოსულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ამოწმებს რამდენიმე სამსახურს. დამატებით, კიდევ იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნა, რომ შეამოწმოს რამდენიმე სამსახური“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიაში ამჯერად რამდენიმე სამსახურის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს. აუდიტის საქმიანობის წლიურ გეგმაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს, აუდიტის სამსახურმა უნდა ჩაატაროს თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების “გამწვანების ღონისძიებების” პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების “გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი და ამავე წლებში,”ეკონომიკის განვითრების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური აკეთებს 2016 წელს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელების, დარღვევათა გამოვლენის და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირების, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესაბამისობის აუდიტს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა გვქონდეს უძლიერესი სპეცსამსახური და ივანიშვილის მებაღეები და კარისკაცები არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული საქმით დაკავებული”
შემდეგი სტატია,,პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს”