თბილისის მერიამ ფურშეტებსა და ალკოჰოლში 701 294 ლარი დახარჯა

თბილისის მერიამ ფურშეტების ორგანიზებასა და ალკოჰოლურ სასმელებში 701 294 ლარი დახარჯა. ბოლო სამი წლის მონაცემებს “ფლაგვის დეტექტორი” მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს:

“უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ საკვებ ობიექტებში, ფურშეტების ორგანიზებასა და ალკოჰოლური სასმელების შეძენაზე, ჯამში 701 294 ლარი დახარჯა. “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ტიპის ხარჯები ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. მაგალითისთვის, გასულ წელს თითქმის 2.5-ჯერ უფრო მეტი თანხა დაიხარჯა ამ ტიპის შესყიდვებზე, ვიდრე 2014 წელს..

ხარჯები წლების მიხედვით:
1) 2014 წელი – 123 853 ლარი
2) 2015 წელი – 280 919 ლარი
3) 2016 წელი – 296 522 ლარი

პარალელის სახით კი შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, უსახლკარობის პრობლემების მოსაგვარებლად, თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან მილიონ ორასი ლარი გამოყო.იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე ალკოჰლურ სასმელებში და ფურშეტებში გადახდილი ფულია.

თბილისის მერიიდან მიღებული წერილები:

1. https://www.scribd.com/document/347413028/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%982

2. https://www.scribd.com/document/347412996/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

banner
წინა სტატიაში“არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება”
შემდეგი სტატიამოძრაობა “დაიცავი კონსტიტუცია” მოსახლეობას ხვდება