თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ პირებს მატერიალური დახმარება ჩაურიცხა

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიამ 9 მაისთან, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაუწია.

banner
წინა სტატიაშიN8 პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო დერეფანმა პილოტურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი გარდაიცვალა