თბილისის მერიამ ერთსანტიმეტრიან ტროტუარზე ასფალტი დააგო 

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს, ხილიანზე ქალაქის მერიამ ტროტუარი დააგო – ის ამის შესაბამის ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის ქალაქის მთავრობას: დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას! – წერს ნატა ფერაძე.
ფოტოზე, რომელიც პოსტს ერთვის, ჩანს რომ ტროტუარის სიგანე სულ რამდენიმე სანტიმეტრია და მასზე გავლა არა თუ ორ ან თუნდაც ერთ ადამიანს არ შეუძლია, არამედ, ყველზე მონდომებულები ასკინკილასაც ვერ იხტუნავებენ. ტროტუარს, სავარაუდოდ, სხვა დანიშნულება აქვს, რასაც მერია, ალბათ, მალე გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: ზონდერ-ინსპექტორი – ნოდარ წამალაშვილი გაგზავნეს “ურჩი მოხელის” დასასჯელად…
შემდეგი სტატიასომხეთის არჩევნების პირველი შედეგები გავრცელდა