თბილისის მერია: ტაქსის მძღოლებს მგზავრი გვერდით არ უნდა ეჯდეს, ავტომანქანის ფანჯრები კი ღია უნდა იყოს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.

აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს – აცხადებენ მერიაში

banner
წინა სტატიაშიპოლიცია მარნეულსა და ბოლნისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიახვალიდან ქვეყანაში სწრაფი ტესტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება