20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს.

“ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

“არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს. სატენდერო პროცედურები დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია“-თქვა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში გიორგი მამარდაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო დააჯარიმეს
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩავარდნილი სცენარი