თბილისის მერია “ფლანგვის დეტექტორს” და მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” განცხადებით ეხმაურება

გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორი” და მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან.

banner
წინა სტატიაშინანა ტოხვაძე – საჯარო სკოლას შველა სჭირდება – განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს
შემდეგი სტატიაTimes -“თბილისი ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქი“