14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

თბილისის მერია: ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

მერიის ცნობით, შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.

“ბუდაპეშტის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილები გადაადგილებას გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და პეკინის გამზირის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხვედრას სიმონ კანდელაკის ქუჩის გამოყენებით მოახერხებენ.

ზურაბ ჟვანიას ქუჩიდან მირზა გელოვანის, ტაშკენტისა და ცხინვალის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ კანდელაკისა ან ლვოვის ქუჩების გავლით”, – წერია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან, 18 მაისის ჩათვლით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდა
შემდეგი სტატიასომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება