თბილისის მერია მომავალი ზამთრისთვის კომუნალური ვაუჩერების სრულად გაუქმებას გეგმავს?

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

ბენეფიციართა წრის შემცირების შემდეგ, თბილისის მერია მომავალი ზამთრისთვის კომუნალური ვაუჩერების სრულად გაუქმებას გეგმავს.

შესაბამისად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახები შესაძლოა დახმარების გარეშე დარჩნენ.

მერიის გადაწვეტილებას ცოტა ხნის წინ ოპოზიციაში გაასაჯაროეს. სპეციალური განცხადება საკრებულოში ფრაქცია ნაციონალუარი მოძრობის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ქართულ ოცნებას მხოლოდ ოქორმბერი, არჩევნების პერიოდი აინეტრესებს.

“ეს ვაუჩერი, რომელიც შემოღებულ იქნა ჩვენ დროს, მიუხედავად დენის ტარიფის ზრდისა, დედაქალაქში აბსოლუტურად გაუქმებულია. ეს ნიშნავს, რომ რეალურად მხოლოდ ოქტომბერი აინტერესებს ქართულ ოცნებას, არჩევნების შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ქალაქში რა მოხდება. არჩევნების შემდეგ თუმდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა. სწორედ ამ პრინციპის ამართლებს ბიუჯეტში განხორციელებული ბოლო ცვლილებები,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძეს მინისტრის პოსტის დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ