თბილისის მერია: მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერია გეგმავს 33 00 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, სრული სიცრუეა

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარდა შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას დედაქალაქის გარე განათებისსისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე.

აღნიშნული მედიასაშუალების მიხედვით, თბილისის მერია თითქოს გეგმავს 33000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, რაც სრული სიცრუეა. დედაქალაქის გარე განათების განახლებისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LEDსანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200ლარი. დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებითყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედანელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯი8 500 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია,ფაქტობრივად, არსად გამოყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავინახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით. აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის დამომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს, წლის განმავლობაში, 10 მლნლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმებააღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებითარცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს. მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 10 წლისგანმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისათვის,რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზებისგარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს,ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ 8 მგ/სთ ელექტროენერგიისსიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტებისშესაბამის განათებას თბილისში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციათბილისის მერიის პრესსამსახურში და ამის შემდეგ მიაწოდონ საზოგადოებას

banner
წინა სტატიაშიდავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” ჯგუფს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაბოკერია: ნიკა მელიას პოლიტიკური დამცირება სურთ