11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

თბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს

კახა კალაძეს განცხადებით, თბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს.

“გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარამდე იყო, წელს კი – 50 000 ლარამდე გაიზრდება […] ბენეფიციარების შერჩევა-შეფასებისას უპირატესობა იმ კანდიდატებს მიენიჭებათ, რომლებსაც აქტიური საწარმო აქვთ და მათი ბიზნესის განვითარებისთვის რეალურ, კონსტრუქციულ გეგმას წარმოადგენენ”. – ამბობს კალაძე.

კალაძემ ისაუბრა, თუ როგორ გადანაწილდება თანადაფინანსების პროპორციულობა.

5 000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება;
5 000-დან 20 000 ლარის ჩათვლით 85%;
20 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით 80%-მდე;
30 000- დან 50 000 ლარის ჩათვლით კი 70%
კალაძის თქმით, პროგრამაში მონაწილეებისთვის საბუთების მიღება “უახლოეს პერიოდში” გამოცხადდება.

მისივე განცხადებით, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქმედი ბიზნესების ზრდას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.

მერიამ მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების საპილოტე პროგრამა გასულ წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„სქაი ნიუსი“: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს
შემდეგი სტატიავის მიერ გაცემულ გრანტებზე არ გავრცელდება ,,გრანტების შესახებ” კანონის მოთხოვნები