თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერის თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობა გუშინ ღამით სხვადასხვა სასტუმროში დაბინავდა.

“გუშინ, პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამე, მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 70-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა ნაკლებია. მისივე თქმით, სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მერია მის აღდგენაზე იმუშავეს.

10 მარტს, ხანძრის შედეგად კლდიაშვილის ქუჩაზე 2 000-ზე მეტი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგაერო უკანასკნელი 72 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს
შემდეგი სტატიააშშ-ი ობამას მიერ დანიშნული პროკურორებისგან თანამდებობების დატოვებას ითხოვენ