თბილისის მერია: ჯარიმების გასაპროტესტებლად მოსული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 15:41

თბილისის მერია: ჯარიმების გასაპროტესტებლად მოსული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, შენობასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დააჯარიმეს.

მათი ცნობით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, სტრატეგია აღმაშენებელმა თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.

“სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა 1 000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1 503 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერიასთან სტრატეგია აღმაშენებელის წევრი, პაატა მანჯგალაძე და პარტიის 3 მხარდამჭერი დააკავეს. შსს მათ სამართალდამცველისთვის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარტიის წევრები საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ ხელმოწერებს აგროვებდნენ და ამის გამო დააჯარიმეს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 15:41