თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, IRIS-T-ს გადასცემს