თბილისის მერია გუშინდელ მოვლენებთან კავშირს უარყოფს

რუსთაველის გამზირზე განვითრებულ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს,რომელიც პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბერში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში,საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ,გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად,ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნისგათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში – აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.დედაქალაქის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს.თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუგამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილიღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქისსაკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი – აქციები გაგრძელდება, ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ
შემდეგი სტატიამარსელში სახლები ინგრევა – მთელი საფრანგეთის ტრაგედია