თბილისის მერია – გლდანის ხევის N6 – 6ა კორპუსებთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, შიდა ეზოს მოწესრიგება გლდანის ხევის N6-6ა კორპუსებთან სრულდება, სადაც დაახლოებით, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, დაახლოებით, 111 600 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე წელს გლდანის გამგეობამ სკვერი მოაწყო. გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკოტე კემულარია – ახალი არჩევნების გარდა არაფერი გამოასწორებს იმ უბინძურეს გარიგებას თუ დარღვევებს, რაც „ოცნებამ” არჩევნებზე ჩაიდინა