თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ეკლესიის მიმართ და მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული და მეტი სიმშვიდე
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება