13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

თბილისის მერია: ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.

“შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება