თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს

კრეატიული ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების მიზნით, თბილისის მერიამ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, „Creative Business Workshop“ გამართა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით, „როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“, კულტურულ და კრეატიულ სექტორში (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი) დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა განსაზღვრონ ბიზნესის პოტენციალი, განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი ბიზნეს საქმიანობაში.

პროექტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან ირაკლი ლექვინაძესთან და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დაესწრო.

თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან საინტერესო იდეები, რომლებიც შესაძლოა მომავალში განახორციელონ.

დავით ნარმანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიიღონ უცხოური გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემოგვთავაზონ საინტერესო პროექტები, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება.

პროექტი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და ბელორუსში მოქმედი ორგანიზაცია Balki Loft Project“-ის მიერ არის ორგანიზებული.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძემ : იუსტიციის სახლთნ ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში