თბილისის მერია 18 ივლისიდან მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს

18 ივლისიდან თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.

„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანაში სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა