თბილისის მერი მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწო ჯარიმების გამოწერა, ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება. რა თქმა უნდა, დაჯარიმებული მოქალაქეები ოფიციალურს შეტყობინებას მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი ვიდეოკადრებიც წარმოადგინა და მოქალაქეებს მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოძრაობის წესები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშისაკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ ღამის საათებში შეძლებენ
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება