თბილისის მერი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გია ყანჩელის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ქართველი კომპოზიტორის, განწყობის, მუსიკის, დიდოსტატის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა. ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის ქართველი ხალხისგან იღებდა. ასევე, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას. ნამდვილად სამწუხაროა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშსს ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისა და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროექტის, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყო