თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელი პირები საკრებულოში არ მივიდნენ – რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ ჩაიშლება

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მოწვეული რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ, არ გაიმართება. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან. რიგგარეშე სხდომაზე მიწვეული იყვნენ თბილისის მერი, მერიის სხვა ხელმძღვანელი პირები და განსახილველი საკითხი უნდა ყოფილიყო მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევა.
„რეგლამენტის მიხედვით საკრებულოს სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული. ჩვენ გავივლით რეგისტრაციას და გავიგებთ, იქნება თუ არა კვორუმი. ჩვენ ასევე მოწვეული გვყავს დაზარალებული ადამიანები. „ქართული ოცნების“ მთავრობას პირველ რიგში სწორედ მათთვის უნდა გაეცა კითხვებზე პასუხები. თუმცა, როგორც ჩანს ამ ხალხთან არ აპირებენ ისინი მოსვლას და საუბარს, რათა გაგვეგო თუ რა ხდება დღეს საქალაქო ტრანსპორტში“ განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ

banner
წინა სტატიაშიპატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიათვითმკვლელობა რუსთავში