თბილისის მერი 30-31 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბუქარესტს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე 30-31 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან. კახა კალაძე და ნიკუშორ დანი ხელს მოაწერენ თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში ასევე, საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.

წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის