თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა. შესაბამის ბრძანებას ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აწერს.
“განხორციელდეს ორგანიზაციული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, უნდა გაუქმდეს სააგენტოს ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრები და შეიქმნას სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი”, – ნათქვამია სოფრომაძის ბრძანებაში, რომელიც 4 დეკემბრით თარიღდება.
ბრძანება დღეიდან ამოქმედდა.
ამასთან, თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულებაც შეუწყდათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი
შემდეგი სტატიანინო ჩხობაძე: ვერეს ხეობის ზედა ნაწილი რისკის ქვეშ არის, ახალი მეწყერები გაჩნდა