თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1-ელ თებერვლამდე შეწყდა

თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო. როგორც ”თაიმერს” სააგენტოდან აცნობეს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1-ელ თებერვალს განახლდება. “თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით სწავლა მინიმუმ, რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდეს 2016 წლის 28 იანვარს და განახლდეს ამავე წლის 1-ელ თებერვალს”, – ნათქვამია საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიHuman Rigths Watch-ი შერჩევითი სამართლის პრობლემებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები მთავრობას სპეც.უბნებთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ