თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 12:28

თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

თბილისის ყველა რაიონში გამოიყოფა ადგილები, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ბაზრობებთან დაკავშირებით ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარემოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„პარალელურად, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა და ყველა რაიონში გვექნება კეთილმოწყობილი, გაფორმებული ადგილები, სადაც ადამიანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უფასოდ, ექნებათ შესაძლებლობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics