თბილისის ყოფილი მერი სემეკ-ის თავმჯდომარედ – დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს განიხილავენ

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2019 10:27

თბილისის ყოფილი მერი სემეკ-ის თავმჯდომარედ – დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს განიხილავენ

დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს განიხილავენ.

„დავით ნარმანიას კანდიდატურა შემოვა პარლამენტში. ამას განვიხილავთ. იქნება კონსულტაციები და ამის შემდეგ გუნდში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

ოპოზიცია დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს. მათი არგუმენტია ნარმანიას პოლიტიკური წარსულია. მათი თქმით, პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს სემეკ-ის ხელმძღვანელი.

სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2019 10:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics