თბილისის იუსტიციის სახლთან მოქალაქეებს Just Taxi მოემსახურება

თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალი პროექტი Just Taxiამოქმედდა. იუსტიციის სახლის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ახალი სერვისით სარგებლობა და Just Taxi-თ გადაადგილება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

Just Taxi-ს პირველი მგზავრები დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ლატვიელი კოლეგა დზინტარს რასნაჩი იყვნენ.

სამინისტროს ცნობით, თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ისარგებლოს ახალი და კომფორტული Just Taxi-ს ავტომანქანებით: HONDA-სა და JAC-ის მარკის უახლესი მოდელები აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის სისტემით, კომფორტის შექმნისთვის საჭირო ყველა აქსესუარით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Just Taxi მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ანგარიშსწორება განახორციელოს მანქანაში დამონტაჟებული საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი საბაზრო ფასებს შორის კონკურენტუნარიანია − კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს.

იუსტიციის სახლმა მომხმარებლისთვის Just Taxi-ს სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა მხრიდან იუსტიციის სახლიდან კომფორტულად მგზავრობის მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად კანონის სრული დაცვით

იუსტიციის სახლის მომხმარებელს Just Taxi-ს მომსახურების მიღება შეეძლება ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას − 10:00-დან 17:00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშიEgyptAir-ის თვითმფრინავის მგზავრთა ნათესავები კაიროს აეროპორტში შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა