თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კორონავირუსზე ტესტი კლინიკაში მყოფ 12 პაციენტს ჩაუატარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

მისივე თქმით, დღეს დილის მონაცემებით, ანალიზს კიდევ ექვს პაციენტს აუღებენ და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გუშინ ჩატარდა ორ ეტაპად 12 პაციენტზე კვლევა და ყველა მათგანის პასუხი უაყოფითი იყო. დღეს დილისთვის ექვს პაციენტზე უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ ნაცხის აღების პროცესში მოხდა პაციენტების შემომატება, ისინიც დაემატებიან“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
შემდეგი სტატიასაჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რიგით მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა