თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სულ ხუთი პირია გაწერილი.

„საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა 5 დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალი პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 3-4 კვირა