თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი კიდევ 11 პაციენტის შემთხვევაში კორანავირუსზე ტესტის პასუხები ცნობილია და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ეზუგბაიას თქმით, საინკუბაციო პერიოდის შეფასების შემდეგ, აღნიშნული პაციენტები საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ.

„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 პაციენტი. დღეს დილას 11 პაციენტზე აღებული იქნა ცხვირ-ხახის ნაცხი ვირუსის ტესტირებაზე. თერთმეტივეს პასუხი მოვიდა უარყოფითი. ახლა ამ პაციენტების გამოკითხვა ხდება, საინკუბაციო პერიოდების შეფასება და შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ეს პაციენტები საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, რვა ახალი პაციენტის ცვირ-ხახის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის და პასუხები დღეს გვიან, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„დღის განავლობაში შემოვდნენ პაციენტები და რვა ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი წაღებულია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ შეცვლილა.

banner
წინა სტატიაშიჯგუფური ჩხუბი თურქეთის პარლამენტში
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა