14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

თბილისის ღია ჩემპიონატზე ზურგზე ცურვაში, 8 წლის ილია კვირკვიამ ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისის ღია ჩემპიონატზე ზურგზე ცურვაში, 8 წლის ილია კვირკვიამ ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა წალენჯიხისთვის.

,,ილია კვირკვიამ საკუთარი შრომით, დისციპლინითა და შეუპოვრობით ღირსეულ შედეგს მიაღწია. სპორტში გამარჯვება მხოლოდ ნიჭით არ მოდის. მის უკან დგას ყოველდღიური ვარჯიში, დიდი პასუხისმგებლობა, თავდადება და გზა, რომელიც უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. სწორედ ასეთი შრომის შედეგია ილიას ოქროს მედალი, რომელმაც კიდევ ერთხელ ასახელა წალენჯიხა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, როცა ჩვენი კუთხის მომავალი თაობ საკუთარი შესაძლებლობებით აღწევენ წარმატებას და მთელი საქართველოს მასშტაბით ღირსეულად წარმოაჩენენ წალენჯიხის სახელს.

ვულოცავთ ილია კვირკვიას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, ახალ მწვერვალებსა და გამარჯვებებს როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში,-აცხადებენ სპორტსმენის ოჯახის წევრები.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ელჩი: 26 მაისი საქართველოს თავისუფლების, მდგრადობისა და ეროვნული სიამაყის ურყევი სულისკვეთების კაშკაშა სიმბოლოა
შემდეგი სტატიაახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს