თბილისის გარეუბნების უმეტეს ნაწილში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება

თბილისის გარკვეულ უბანში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის ილუმინაციებით არ მოირთვება როგორც დედაქალაქის გარეუბნების უმეტესი ნაწილი, ისე ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტადა და ის მხოლოდ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიის და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში – გადასასვლელი ხიდიდან კინო “საქართველომდე”, ბუშის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირზე და შარტავას ქუჩაზე დამონტაჟდა. ასევე ილუმინაციები “ანგელოზები” დაიდგა მარჯანიშვილის მოედანზე.
რაც შეეხება წელს შეძენილ ილუმინაციებს, ახალი განათებებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას და თამარაშვილის ქუჩა და ავლაბრის აღმართი.
დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში კვლავ დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: გვაქვს ამბიცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მივაღწიოთ