თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე სამუშაოები დავიწყეთ. გვინდა, ამ კონკრეტული სივრცის მთლიანად განახლება. ეს არის დედაენის ბაღის ქვედა ტერიტორია, იუსტიციის სახლთან ახლო, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო. შესაბამისად, 9 მარტისა და დედაენის ბაღების განახლების შემდეგ, ამ სივრცის დატოვება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ტერიტორიის მთლიანად განახლება-მოწესრიგება. მხატვრებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა თავიანთი საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ. სამუშაოების ხანგრძლოვობა დაახლოებით 5 თვე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ თხინვალაში მოსახლეობის თხოვნით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა
შემდეგი სტატიაზონალურ-საათობრივი პარკირება დედაქალაქში დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება