თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო

andza-nar,amoaთბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო. ახალ, 2016 წელს თბილისის ანძა ახალი განათებებით ხვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორ თორნიკე კიზირიასთან ერთად „საახალწლო ქალაქს“ ეწვია და იქ მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ანძაზე სანათები სრულად შეიცვალა და ახალი, 194 ცალი ფლეშ-სანათი დამონტაჟდა, რაც საშუალებას იძლევა ანძა სხვადასხვა ფერად, ახალი დიზაინით განათდეს. ამასთან, „საახალწლო ქალაქში“ ნაჩვენები იყო სპეციალურად დამზადებული ვიდეო რგოლი, რომელშიც ახალი ფლეშ-სანათების მონტაჟის პროცესი და ტექნიკური სამუშაოები იყო ასახული.
„მნიშვნელოვანია ის , რომ ასეთი განათება ჩვენს რეგიონში პრაქტიკულად არ არსებობს და ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით ამ თვალსაზრისითაც. ამით ქალაქის მომხიბვლელობა და ქალაქის მიმზიდველობა იზრდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის სხვანაირ განწყობას ქმნის“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ – „გრივენი“ დააკმაყოფილა.

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო
კომპანიას „გრივენი“ ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის ლედ სანათების წარმოება და ამჟამად დარგში ბაზრის ლიდერია. მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიას განხორციელებული აქვთ არაერთი დიდი პროექტი – „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზას პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძა სოჭში, ბელგოროდსა და კრასნოდარში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იტალურ კომპანიას „გრივენი“ ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები განათების დარგში, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც უნიკალურ პროექტებს ქმნიან. კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. „გრივენი“-ს მომსახურებები, ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10 წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს.
დედაქალაქის ანძა 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგებოდა, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან იყო გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში, არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები იყო გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაში“დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ რეალობაში არაფერი იცვლება”
შემდეგი სტატიაახალი წლიდან უკრაინა ევროკავშირს რძით მოამარაგებს