8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლემ მე-4 კლასელს სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნებს შორის სექსუალური იძულების ფაქტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასელმა ბიჭმა მე-4 კლასელ ბიჭს, სკოლის საპირფარეშოში, სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა.

შემთხვევა დაახლოებით, 2 კვირის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით შეტევის შემდეგ მასშტაბური ხანძარია
შემდეგი სტატიაპარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისთვის შესაძლოა, კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეთ