თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 11:54

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, დედაქალაქში მდებარე ექვსი ქუჩისთვის 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელის მინიჭების თაობაზე დღეს საჯარო განხილვა გაიმართება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის ერთი მონაკვეთს თამუნა დოლიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თინა ენუქიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩას მანანა ლოლაძის სახელის და რეხის III ქუჩის მონაკვეთისთვის მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელი მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხისშესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას ელისო ჭიპაშვილის სახელი მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 11:54

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,099
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics