თბილისის ძველ უბანში ხანძრის შედეგად ერთ-ერთი ადილობრივი და მეხანძრე დაშავდა

ქუთაისში აფეთქება მოხდა

თბილისის ძველ უბანში გუშინ, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ასკანის ქუჩაზე ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გაყვანილობას გაუჩნდა. ცეცხლი ძველი ტიპის სამსართულიან სახლს ეკიდა.

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება ერთ-ერთმა ადგილობრივმა და მეხანძრემ მიიღეს.

ადგილზე 5 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად 120 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.

კრწანისის გამგებლის, გიორგი კოპალეიშვილის, თქმით, დაზარალებულები სასტუმროში გადაიყვანეს. ზარალის დათვლის შემდეგ კი მათ გამგეობა დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მოკლული სამი მამაკაცი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: პრემიერ-მინისტრი ირანში ვიზიტით ჩავა