თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაში

თბილისის

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაშითბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია განთავსებული, – ამის შესახებ “ფეისბუქზე” თვითმხილველები წერენ.

ფრესკის არსებობას ერთერთ გავრცელებულ პოსტზე კომენტარში სასულიერო პირიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს რომან ფიფიას ხატი დაიწერა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ფრესკაზე, რომელიც რომან ფიფიას, როგორც ტაძრის ქტიტორის ღვაწლის აღსანიშნავადაა შექმნილი, ხოლო ეს ტრადიცია (ქტიტორების სახელზე ფრესკების განთავსება ტაძარში) ძველი ქართული ტრადიციაა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ვიდეომიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატია“გაოგნებული ვარ არაადეკვატურობის ხარისხით, პრემიერი მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება” – დავით ბაქრაძე პრემიერს პასუხობს