„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მორიგი კულტურულ-გასართობი ღონისძიება დიღმის მასივში გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები იმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათიდან საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრისა და ილუსტრატორთა კუთხეები, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები.

„სპორტული ნაწილი დატვირთული იქნება გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეებით. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი, საფესტივალო დღეს კი დიჯეი Salien დაასრულებს.

ფესტივალის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, სპორტის განვითარება და მისი სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, მოქალაქეებისთვის დასვენებისა და გართობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ღონისძიებები მაიაკოვსკის პარკში (დიღმის მასივი) 17:00 საათიდან დაიწყება და 23 საათამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ – ზახაროვა
შემდეგი სტატიათბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს