თბილისის ცენტრში დანაწევრებული ადამიანის ცხედარი იპოვეს

15135802_1363961313647950_5286746767335763859_nთბილისის ცენტრში დანაწევრებული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც ჩანთაშია ჩადებული. დოლიძის ქუჩის მიმდებარედ ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.სავარაუდოდ, ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის. თუმცა, ამ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ. უცნობია, მოხდა თუ არა უკვე ცხედრის ამოცნობაც.

შს სამინისტროში განმარტავენ, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

https://www.youtube.com/watch?v=4w__47KaixQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) GDS დაიხურება – ელისო კილაძე მედიაში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებს აანონსებს
შემდეგი სტატია(video) რუსთავი2-ის საქმეს აჩრდილად მოჰყვება ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის ფაქტი