თბილისის ცენტრში 25 წლამდე ახალგაზრდას 7 ტყვია ესროლეს. მკვლელობა რუსთაველის გამზირზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა.
შემთხვევა ღამით მოხდა. დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.