თბილისის ცენტრში 26 წლის ბიჭი დაჭრეს

სროლა დელისის ქუჩაზე – დაჭრილია ახლგაზრდა მამაკაცი. 26 წლის გიორგი მღებრიშვილი მანქანაში ჩაცხრილეს. მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ორმა პირმა ესროლა, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მუხლებით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დღეს თავადვე დაადასტურეს, რომ მათი ინიციატივა არაკონსტიტუციური იყო
შემდეგი სტატიაქართველოლოგი მანანა სოტკილავა ბაგრატიონებში დაწყებულ დავას, ბიზნესინტერესებს უკავშირებს