თბილისის ბიუჯეტი – ოპოზიციის ბრალდებებს “ოცნებში” პასუხობენ

დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში 50 მილიონამდე შემცირებული თანხა თბილისელებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, მითუმეტეს, რომ სავარაუდოდ ფული ყველაზე დაუცველი ფენისთვის გათვალისწინებულ პროექტებს დააკლდება

ოპოზიციას თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისისს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა პასუხობს.

„შემოტანილი იყო 861 მილიონი 2018 წლის დასაწყისში, ახლა შემოტანილია 871, ანუ 10 მილიონით გაზრდილია, ეს პირველადი ბიუჯეტი. ეს იყო 45 მილიონი შემოტანილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით ინფრასტრუქტურულ პროექტებში. იქ სადაც ახლა ჩვენ თითქოს გვეუბნებიან, კლება გაქვთ, ეს იყო განპირობებული იმითი, რომ 2018 -ში 45 მილიონი სწორედ ცენტრალურმა სახელმწიფომ, სახელმწიფო ბიუჯეტმა გადმოგვირიცხა,“ – ამბობს ზარქუა.

ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიროუზ გოტემოლერი : საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი
შემდეგი სტატიაკალაძემ მერიის სხომაზე “ქართუს” ვალების ჩამოწერისთვის მადლობა გადაუხადა